2016 წელს ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად მთავრობა 170 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი “საქმიან დილასთან საუბარში აცხადებს, რომ ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნა 10-17 დეკემბერს იგეგმება.
“წელს რამდენიმე სასტუმრო ემატება გუდაურს. აღსანიშნავია, რომ კურორტ გოდერძიზე 100 ნომრიანი სასტუმრო შენდება, ასევე ბაკურიანშიც სერიოზული მშენებლობებია. მესტიაშიც ძალიან ბევრი ’’გესთ ჰაუსი” შენდება. ყველა კურორტზე მრავალფეროვნებაა. ჰაილუქსის სასტუმროებიც არის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მალე გუდაურში ’’რადისონის“ ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და იქ უახლოეს მომავალში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გვექნება. მთავარია, რომ კურორტებზე სამუშაოები მიმდინარეობს, საბაგიროების მშენებლობის დასკვნის ფაზაში ვართ, თითქმის დასრულებულია სათხილამურო ტრასების რეაბილიტაცია და დაახლოებით 10-17 დეკემბერს ჩვენ უმეტეს კურორტებს უკვე გავხსნით სეზონს. შესაძლოა თეთნულდი და გოდერძი 5 დეკემბერსაც კი გაიხსნას, ვნახოთ როგორი ნალექი გვექნება ამ კურორტებზე”.-აცხადებს ონოფრიშვილი.