ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე “თავისუფალი ზონის” სამი წევრი იკითხება

მოდულის შენობაში “თავისუფალი ზონის” სამი წევრი ზურაბ ბერიაშვილი, რუსუდან მჭედლიძე და დავით გოგოხია სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე იკითხება. შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგო რატიანი იმყოფება:

“ხელისუფლება იბარებს ახალგაზდებს, საუბრობს გადატრიალებაზე. ხელისუფლება არ არის ადეკვატური და საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს თუ როგორ ხელისუფლებას შეიძლება ჩაუვარდეს ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა”, – განაცხადა რატიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრების საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....