ლგბტ თემის წარმომადგენლის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული რუსთავში აიყვანეს. ის პირობით მსჯავრდებული პირი აღმოჩნდა. შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დამატებით დეტალებთან დაკავშირებით, უწყება ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
თავდასხმა ორთაჭალაში ორი დღის წინ მოხდა. შსს ფაქტს სსკ-ის 19-108 მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.