თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ამაში ის ცუდს ვერაფერს ხედავს.
ნარმანიას თქმით, ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს.
„დამკვეთი არის მისი უზენაესობა ამომრჩეველი, ამომრჩევლის დაკვეთა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს „ქართული ოცნების“ სახით საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაშიც ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ასე რომ, მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ“. – ამბობს ნარმანია.