ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გვაქვს კადრები, როცა ირაკლი სესიაშვილი პირადად იბარებს კომისიის წევრებს“

 

“ნაციონალური მოძრაობის” თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი “ქართულ ოცნებას” საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებით მანიპულირებაში ადანაშაულებს. დღეს ბოტკოველმა გაავრცელა კადრები, რომელიც 10 ოქტომბერს არის გადაღებული.

ბოტკოველის თქმით, ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდიან „ქართული ოცნების“ ოფისიდან რაიონის საარჩევნო უბნების ერთ-ერთი თავმჯდომარე და სხვადასხვა თანამშრომლები. ის ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრას ირაკლი სესიაშვილიც ესწრებოდა და საარჩევნო კომისიების წევრებმა მეორე ტურისთვის დავალებები მიიღეს.

“გვაქვს წარმოდგენელი კადრები, როცა ჩემი კონკურენტი ირაკლი სესიაშვილი პირადად იბარებს კომისიის წევრებს და ამ შემთხვევაში მაქვს საუბარი თელავი-ყვარლის ოლქზე, სადაც 47 უბნიდან 19 უბანში ვარ გამარჯვებული მე. ზუსტად ამ 19 უბნის კომისიის წევრებს, როგორც საოლქო კომისიის კვოტით, ისე პარტიიდან დანიშნულ კომისიის წევრებს, პირდაპირ აძლევენ დავალებებს,“ – განაცხადა ბოტკოველმა.

სესიაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის ოფისში ნებისმიერ მსურველს ხვდება და მათ პრობლემებზე ესაუბრება.

“ამ ოფისში ძალიან ბევრ ადამიანს ვხდები. ადამიანები მოდიან, გამოხატავენ თავიანთ წუხილებს, თავიანთ დამოკიდებულებას. მე არანაირი დეტექტორები არ მაქვს განვსაზღვრო ვინ არის კომისიის წევრი, ვინ არა. ვისაც სურვილი აქვს მოდის, ვსაუბრობთ პრობლემებზე, ვსაუბრობთ მათ შორის დარღვევებზე,“ – განაცხადა სესიაშვილმა.

იტვირთბა....