„ამ წამს ჩემი პროდიუსერი ურეკავს ერთ ახლად შესულ პარლამენტარს და აბა რა? პასუხი იყო ასეთი – წალკაში ვარ და მოსავალს ვიღებ, ახლა სეზონია, რა დროს გადაცემააო. ჯიგარი”, – აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გამოაქვეყნა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობდა.
პოსტს თავად გამოეხმაურა ადრესატი ემზარ კვიციანი და ინგა გრიგოლიას სოფლიდან კარტოფილის ჩამოტანას დაჰპირდა.
ემზარ კვიციანი: ინგა, რომ ჩამოვალ, ერთ ტომარას წამოგიძღვანიებ, წლევანდელ პროდუქტს, ნიტრატების გარეშე. ვისაც არ მოგწონთ სოფელი და სოფლელები, გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ და მოინახულოთ სოფელი და ნაშრომი პურის გემო შეიგრძნოთ. დარწმუნებული ვარ, აზრი შეგეცვლებათ. ისე, მართლა, სეზონია და ჩემს დას ვეხმარები, შეშა საზამთროდ უნდა შემოვუზიდო და სანამ მეორე ტური დაიწყება, უნდა მოვასწრო კარტოფილის აღება. ტელევიზიაში კი, ჩემო ძვირფასო ინგა, წვიმაშიც შეიძლება გეახლო.
ინგა გრიგოლია: ვახ, ცუდად არ დამიწერია, კაცო, რა გასვანდი. ერთი არ ჩამოგიტანია კარტოფილი. ისე, მეც სოფელში ვარ დაბადებული, სამტრედიის რ-ნი, ნაფაღაურის სოფლის საბჭო.
ემზარ კვიციანი: მოგიტან, ინგა, თან წითელ კარტოფილს, „სვანური ველური” ჰქვია კარტოფილის ჯიშს.
ინგა გრიგოლია: მე არ დავწერე, ვის ვგულისხმობდი და რა გინდოდა ახლა. „სვანური ველურიც” თუ არსებოდა, აღარ ვიცოდი.
ემზარ კვიციანი: კარგია, ინგა, დამხმარე მართლა მჭირდება, ვერ ვშოულობ, რა კარგი რეკლამა გამიკეთე, გენაცვალე. მსურველებო, ნადი მაქვს ხვალისთვის დაგეგმილი სოფელ საყდრიონში, მობრძანდით და საკლავი დაკლულია, საკუბდარე გამზადებული, რა ჯობია საღამოს დაღლილზე ქეიფს!?