ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ამერიკელი პოლიტოლოგი: “საქართველოსთვის პოლიტიკური პრობლემაა, რომ ყველას უნდა მეფე იყოს”

ამერიკელი ექსპერტები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე პირველ შეფასებებს აკეთებენ. ამერიკელი პოლიტოლოგები, რომლებიც წლებია საქართველოში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან, 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთ შეფასებებს საარჩევნო პროცესზე საუბრით იწყებენ. ერთ-ერთი ამერიკელი პოლიტოლოგი ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც თავის დროზე „ქართული ოცნების“ მრჩეველი იყო, “ამერიკის ხმასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები, ალექსანდრ ქულის აზრით კი არჩევნები ნორმალურად ჩატარდა.

„ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები. ვგულისხმობ, ძალადობის შემთხვევებს საარჩევნო უბნებზე, აუხსენლ მოვლენებს, რომელიც იქ მოხდა. თუმცა უკეთესი არჩევნები იყო ვიდრე ოთხი წლის და უფრო ადრე. შედეგებს რაც შეეხება საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უკეთესი მმართველობა იქნებოდა თუკი მრავალპარტიული შემადგენლობა იქნებოდა პარლამენტში. თუ შეიქმნებოდა სისტემა, სადაც ერთი პარტია არ იქნებოდა დომინანტი. ეს ხალხს უნდა გადაეწყვიტა. ამ არჩევნებზე კვლავ ვნახეთ ის, რომ ხალხი ისევ ემხრობა სახელისუფლო ძალას, ისე ძლიერად აღარ, როგორც ადრე მაგრამ მაინც.

საქართველოში არის ხალხი, რომელსაც არ მოსწონს ნატოს იდეა, დასავლეთისკენ სწრაფვა. თუ ქვეყანა დემოკრატიულია, მაშინ პრორუსულ ძალასაც უნდა ჰქონდეს თავის ხმა. “პატრიოტთა ალიანსს” პარლამენტში მხოლოდ 7 წარმომადგენელი ეყოლება. ისინი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, ვერც გავლენას მოახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე, მხოლოდ იხმაურებენ. მეორე ძირითადი, ოპოზიციური ძალა – ნაციონალური მოძრაობაა. მიხეილ სააკაშვილის კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა, ნაციონალები უფრო მეტი ხმის მოპოვებას შეძლებდნენ. შეიძლება პარტიაში სააკაშვილისგან გამიჯვნა ბევრს არ უნდა, მაგრამ მათი სტრატეგისტი ამას მათ ნამდვილად ურჩევდა. როგორც ვხედავთ ისინი არ გაქრნენ, ისინი არსად არ მიდიან. ეს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროპაგანდა იყო, სააკაშვილის კი ის, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა. ამით კი “ქართული ოცნება” საკუთარ ამომრჩეველს აშინებდა. საქართველოში არ სურთ ახალი რევოლუცია და რეჟიმის შეცვლა. საქართველოს სურს სტაბილურობა, პლურალიზმი, ტოლერანტობა, წყნარი და ნორმალური ცხოვრება. ეს ყველაფერი კი მიშას მმართველობის სტილთან არ ასოცირდება. ყველამ იცოდა, რომ ცალკე აღებულ “თავისუფალ დემოკრატებს” და “რესპუბლიკელებს” ბევრი მომხრე არ ჰყავდათ პარლამენტში. მართალია აქ იცნობენ ირაკლი ალასანიას, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, ბუკა პეტრიაშვილს. ვაშინგტონში, 100 ამომრჩევლიდან 80 ნამდვილად მისცემდა ირაკლი ალასანიას ხმას, მაგრამ ეს არჩევნების საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენდა. საქართველოსთვის ეს პოლიტიკური პრობლემაა, რომ ყველას უნდა მეფე იყოს. თორემ ეს ორი პარტია რომ გაერთიანებულიყო, სწორედ ისინი იქნებოდნენ მეორე გამარჯვებული და ოპოზიციური ძალა ამ არჩევნებზე”.- აცხადებს მიტჩელი.

იტვირთბა....