ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ს ყოფილი ელჩი: “მოვიდა დრო საქართველოში ძველი ლიდერები გვერდზე გადადგნენ”

ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მოვიდა დრო საქართველოში ძველი ლიდერები გვერდზე გადადგნენ. ამის შესახებ მან ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას განუცხადა.

ამავე გამოცემაში ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარმა ლუკ კოფიმ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა თითოეულმა მხარემ გააგრძელოს თავისუფალი და სამართლიანი პროცესის პატივისცემა და გააცნობიეროს, რომ ყველას აქვს მეორე ტურის სამართლიანად და თავისუფლად ჩატარების უფლება. კოფის თქმით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ჯერ ისევ არის იმის საშიშროება, რომ ადგილობრივ დონეზე არჩევნებს საფრთხე შეექმნას. როგორც კოფიმ აღნიშნა, ის რომ  „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ შევიდნენ პარლამენტში, გულდასაწყვეტია, თუმცა ის თვლის, რომ ამით ქვეყნის დასავლურ კურსს საფრთხე არ მიადგება.
„ნატოს შიგნით არ არის თანხმობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია. ამ გამოწვევის გადასალახად, ჩემი აზრით, ერთ-ერთი კომპრომისი ის არის, რომ ყოველი სამიტის შემდეგ, ყოველ კომუნიკეში ალიანსი ამბობს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროგრესი მომდევნო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა კოფიმ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა რამდენიმე არჩევნებს ზედიზედ დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩაატარებს.
არჩევნების დადებითი შეფასების მიუხედავად კენეტ იალოცივი ამბობს, რომ ქვეყნის ორ უდიდეს პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თითქმის იდენტური გამოწვევა აქვს გადასალახი.
კენეტ იალოვიცის განცხადებით, შეერთებულ შტატებშიც ყოველთვის ასე ხდება – როცა არჩევნებში ადამიანი აგებს, ისიც ჩამავალი მზის სხივების ფონზე უჩინარდება.

იტვირთბა....