ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ თქვან, „რუსთავი 2“ „ნაცმოძრაობის” ან მიხეილ სააკაშვილის არხია“

„რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “არჩევანში“ განაცხადა, რომ  სამაუწყებლო კომპანია პროდასავლურ პარტიებს უფრო მეტ საეთერო დროს გამოყოფს:

“ჩვენი მედიის როლი და განსაკუთრებით მთავარი პროდასავლური მედიის, ნაციონალური მედიებიდან ერთადერთი პროდასავლური მედიის როლი იქნება გადამწყვეტი. ”რუსთავი 2”-ის ფასმა აიწია 10-ჯერ იმიტომ, რომ ”რუსთავი 2” დარჩა ერთადერთი ფანჯარა ევროპაში. ”ნაციონალურმა მოძრაობა” პარლამენტში საუბარი ვერაფერს ვერ იზამს, თუ ეს ფართო ეთერებში არ მოხვდა.

“ნაციონალური მოძრაობის წევრებიც და სხვა პროდასავლური ძალები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ”რუსთავი 2”-ზე, ეს პარტიები ყოველთვის იყვნენ და კიდევ უფრო ფართოდ იქნებიან წარმოდგენილები მომავალში. ეს არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის და ლიდერის არხი. თუ ვინმეს ეს ამ დრომდე ამგვარად ეჩვენებოდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმალური პრეტენზიის საშუალება მივცეთ ვინმეს იმის სათქმელად, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ან მიხეილ სააკაშვილის არხია. ეს არის ყველა პროდასავლური პარტიის არხი და აქ ყველანი იქნებიან წარმოდგენილები”, -ანაცხადა გვარამიამ .

იტვირთბა....