ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაცმოძრაობა” სააკაშვილის გარეშე: “ბიძინა ივანიშვილი ცუდად დაამთავრებს“

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ტვ პირველის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

“ბიძინა ივანიშვილი ცუდად დაამთავრებს ისევე როგოც ცუდად დაამათავრა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც ქართველი ამომრჩევლის წინაშე წარსდგა ხელისუფლება, ისევე როგორც 1999 წელს შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირი” და მაშინ მას მტრად ჰყავდა ასლან აბაშიძის “აღორძინება”. ამ შემთხვევაში საფრთხობელას ფუნქცია ატვირთინა ივანიშვილმა სააკაშვილს და მანაც ეს ფუნქცია იკისრა. “ნაციონალური მოძრაობის” სია როგორც გამოქვეყნდა მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძის სია. ეს არ არის სააკაშვილის სია. ბოკერიამ და ამ კამპანიამ გამოიყენეს სანდრას ფაქტორი და ახლა პარლამენტში შესული ეს რაოდენობა სააკაშვილს დაემშვიდობება. პარლამენტში შევა “ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის გარეშე”. – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

იტვირთბა....