ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

4,99: “პატრიოტთა ალიანსი” ჯერჯერობით პარლამენტში ვერ შედის

ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ხმების 4,998% პროცენტი აქვს.
ცესკოს წარმომადგენლის, ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მსჯელობს.
„ცესკო ამუშავებს მონაცემებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თითოეული მონაცემის შემოწმების პროცესი. გარდა ამისა, ოლქებში შეტანილია საჩივრები და მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. მოცემული მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან კანონმდებლობით გათვალისწინებულია 19 დღე. 15:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს პატრიორტთა ალიანსს“ მიღებული აქვს 88 132 ხმა, ეს არის 4,998%. აღნიშნული პროგრამამ ავტომატურად დაამრგვალა. ცესკო იმსჯელებს და პასუხი იქნება ცნობილი“, – განმარტა ანა მიქელაძემ.

იტვირთბა....