ახალი ამბები მედია პოლიტიკა საზოგადოება

„ენმ, დატოვეთ პარლამენტი! ჩვენ ნახევარი მილიონი ვართ“

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართვას. სარიშვილი პარტიის ლიდერებს მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა მე-2 ტურში.

“მივმართავ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”!

ის რაც 8 ოქტომბერს მოხდა, არც თქვენთვის და არც თქვენი ამომრჩევლებისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი.

სხვა საქმეა რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამას საჯაროდ არ ვამბობდით, მაგრამ სინამდვილეში ყველამ მშვენივრად ვიცოდით თუ რას გააკეთებდა ხელისუფლება და მისი ჯიბის ოპოზიცია!

ამას იმიტომ გეუბნებით რომ ყველა ვარაუდით თქვენ იმისთვის რაც მოხდა მზად უნდა იყოთ და გეგმაც უნდა არსებობდეს შემდგომი მოქმედების.

მეორე ტურის ლოდინი, მაშინ როცა არცერთი “ოპოზიციური” პარტიისგან არ ისმის თქვენი მხარდასაჭერი მოწოდებები და ეს ასეც იყო მოსალოდნელი, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობაა და თქვენი მხრიდან ამ სიტუაციაში, როცა ხელისუფლებამ უბრალოდ კი არ გააყალბა, უზურპაცია მოახდინა ძალაუფლების, ამ უკანონო არჩევნების ლეგიტიმაციას ნიშნავს!

მეც და თითქმის ყველამ თქვენ ხმა მოგეცით არა იმიტომ რომ რამოდენიმე მანდატით დასხდეთ პარლამენტში და არაფრის გადაწყვეტის საშუალება არ გქონდეთ – ეს ისევ იმ მარაზმის გაგრძელებაა, რაც უკვე ვნახეთ!

გამოსავალი მოგებაშია! არა თქვენი ან ჩვენი, არამედ ამ ქვეყნის გამოსავალი, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება და 8 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებული შედეგები ამას ცხადყოფს!

მე როგორც თქვენი გუშინდელი მოწინააღმდეგე და დღეს თქვენი ამომრჩეველი მოგიწოდებთ – დატოვეთ პარლამენტი!

რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ემოციის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება – ეს კარგად გათვლილი ნაბიჯი უნდა იყოს იმ გეგმასთან ერთად რაც თქვენ, ეჭვი არ მეპარება, უკვე გაქვთ!

პარლამენტის დატოვება ნიშნავს ამ არჩევნების არალეგიტიმურობას და ეს ერთადერთი სამართლებრივი გზაა ამ ხელისუფლების ჩიხში მომწყვდევის მშვიდობიანი გზით!

შემდგომი ნაბიჯები ყველამ ერთად უნდა გადავდგათ!

ჩვენ ცოტა არ ვართ! ამ გაყალბებული და არნახული ძალადობის და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჩატარებული არჩევნების შედეგადაც კი, სადაც არცერთი პოლიტიკური მოკავშირე არ გვყავდა, ჩვენ 500 ათასი ვართ, ნახევარი მილიონი!!!

გელოდებით!

ირინა სარიშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი” – წერს სარიშვილი.

იტვირთბა....