ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყველაზე მეტი საჩივარი “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაწერილი

ცესკოს  ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 228 საჩივარია შესული. 12 საარჩევნო უბნის შესახებ დაწერილი საჩივარი შედეგების გაბათილებას მოითხოვს.

საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება, რომელთა ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ასევე, ხმის მიცემისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურებს.

საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. ყველაზე მეტი საჩივარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაწერილი.

საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს კანონმდებლობით დადგილ ვადაში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

იტვირთბა....