არჩევნები შეაფასეს სუამი-ს სახელმიწფოთაშორისი სადამკვირვებლო მისიის წევრებმაც. დელეგაციის წევრები პოზიტიურად აფასებენ არჩევნებს და მიიჩნევენ, რომ პროცესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდა:
”სუამ-ის დამკვირვებელთა ჯგუფს რაიმე არსებითი შენიშვნა არ გააჩნია. საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იყო პირობები თავისუფალი არჩევნებისთვის, ასევე შეინიშნებოდა ამომრჩევლის აქტივობა. არჩევნები ჩატარდა კონკურენციის პირობებში და შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – განაცხადეს დელეგაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. დელეგაცია, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება არჩევნებს თბილისში, მცხეთასა და წეროვანში აკვირდებოდა.

