„ნაციონალურმა მოძრაობა“ 03:00 საათისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.
ნიკა მელიას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სამეგრელოში კოლხიდას და განმუხურის საარჩევნო უბნები დაარბიეს.
მისივე თქმით, ეს ის უბნებია, სადაც მათი პარტიის კანდიდატი სანდრა რულოვსი ლიდერობს.
მელია აცხადებს, რომ ასე ხდება სხვა რეგიონებშიც. იგი ასევე, ცესკო-ს მიერ ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებაზე საუბრობს.
„შეგაკვდებით ბიძინა ივანიშვილო და კახი კალაძევ, 100 ათასობით ადამიანია ჩვენს უკან, რომლებიც ელოდებოდნენ დღეს და არავითარ შემთხვევაში, არცერთ ხმას არ წაგართმევინებთ“, – აცხადებს ნიკა მელია.
591 საარჩევნო უბნის მონაცემებით, რომელიც ცესკო-მ გამოაქვეყნა და რომელიც საერთო ხმების 15,96%-ია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება” 53,33% ით ლიდერობს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 25,05%.