ცესკოს ინფორმაციით, იორმუღალოში ე. წ. “სომხური კარუსელი” არ ხორციელდება.
“ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია, იორმუღალოში ე. წ “სომხური კარუსელი” არ ხორციელდება. საუბარი იყო უბრალოდ ამომრჩეველთა გადაადგილებაზე, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების შეთავაზებაზე, რაც კანონის თანახმად კანონდარღვევა არ არის”, – განაცხადა ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ანი მიქელაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ იორმუღალოში ე.წ. საარჩევნო კარუსელის შესახებ ირმა ინაშვილმა განაცხადა.