https://www.youtube.com/watch?v=ATKcuwF5gew
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია “112”-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მათ მხარეს არიან.
“მათ (ახლანდელმა ხელისუფლებამ) ჩემზე საქმე აღძრა, მაგრამ ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში მიტიგნი გაიმართა, სადაც 70 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. ეს ძალიან ბევრია, დაახლოებით იმდენია, მაგალითად, უკრაინაში რომ გამოსულიყო 500 ათასი ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითს ვერავინ დამაკარებს იმ პირობებში, როდესაც თითქმის მთელი პოლიცია ჩვენ მხარეზეა, შეიარაღებული ძალები ჩვენ მხარეზეა, ანუ სახელმწიფოებრიობის და კანონის მხარეზე. ივანიშვილის სამართალდამცველებს არ ეყოფათ ძალა, მე რომ მომწდვნენ. მათ ხელები ძალიან მოკლე აქვთ”.-განაცხადა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა.