ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ ხმის მისაცემად, ოჯახთან ერთად, სოლოლაკში მივიდა. ივანიშვილის განცხადებით, განსაკუთრებული არჩევნებია:
“ჩემთვის დღევანდელი არჩევნები იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ამომრჩეველი გააზრებულ არჩევანს გააკეთებს. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არა ემოციურად, არამედ გონებით ირჩევს”-განაცხადა ივანიშვილმა.