ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არჩევანი გავაკეთე საქართველოზე, სადაც დეპუტატებს არ ექნებათ კვორუმის შეკრების პრობლემა“

“ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ ისეთი საქართველოსთვის, რომლის პარლამენტის დეპუტატებს არასდროს ექნებათ კვორუმის შეკრების პრობლემა”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ მეტი თავისუფლებისთვის, უკეთესი საქართველოსთვის, სადაც ქვეყანას ეყოლება პარლამენტი, რომელიც გააჩენს დებატების შესაძლებლობას. პარლამენტი, სადაც იქნება კანონშემოქმედებითი პროცესი, სადაც იქნებიან პროფესიონალები. პარლამენტი, სადაც დეპუტატებს არასდროს ექნებათ კვორუმის შეკრების პრობლემა. ჩვენ ხმა მივეცით ისეთ საქართველოს, რომლისკენაც ყველა ერთად მივისწრაფით – ევროპულ, მრავალპარტიულ, მრავალფეროვან საქართველოს. მე მინდა ყველა ამომრჩეველს ვთხოვო – არ დაიზარონ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დღეს, ამ ერთ დღეს, ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მომავალზე მომავალი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.

იტვირთბა....