„ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა მთაწმინდის პირველი ოლქის მე-19 უბანზე, სადაც შვილთან ერთად მივიდა:
“დღეს წყდება, საქართველო გადარჩება თუ არ გადარჩება. მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. მე დარწმუნებული ვარ, ყველა გააკეთებს სწორ არჩევანს”, – განაცხადა რულოვსმა.