ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხმის მიცემის შემდეგ უსუფაშვილმა თარგამაძეზე თავდასხმის საქმეზე დასვა აქცენტი

საარჩევნო უბანზე ხმა მისცა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების გამოძიების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი:

”მე ვისურვებ, რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული სწრაფად და ხარისხიანად. ჩვენ რაც შეიძლება მალე გავიგოთ დამნაშავის ვინაობა და არ დაგვრჩეს არანაირი კითხვა იმის თაობაზე ვენდობით თუ არა გამოძიებას. მე მგონია, რომ ქართული სახელმწიფო ამ შემთხვევაში იქნება მოწოდების სიმაღლეზე და არ დაუშვებს არც გამოძიების პროცესის გაჭიმვას და არც კითხვების გაჩენის შესაძლებლობას და საბაბს იმიტომ, რომ საქმე ეხება ქვეყნის პრესტიჟს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 

იტვირთბა....