https://www.youtube.com/watch?v=gMqFDTH0ThE
ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ხვალ დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩევლის მისაღებად:
„ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს, 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის და უნდა გააკეთოს და ასევე მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. 3 645 საარჩევნო უბანია, აქედან 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ. ყველა უბანი არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია,“- განაცხადა თამარ ჟვანიამ.