სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეთა დაუსჯელობამ უშუალოდ არჩევნების პროცესზეც იმოქმედოს და უარყოფითად აისახოს საერთო გარემოზე.
„ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საკმაოდ დაძაბული ვითარება, რამდენიმე ინციდენტი, რაც ფონთან დაკავშირებით ცვლის სურათს. აუცილებელია ყველა ინციდენტი იყოს მაქსიმალურად ბოლომდე გამოძიებული. არ გვაქვს უფლება დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესებს უშუალოდ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე, თუმცა 26 მობილური ჯგუფი იმუშავებს რეგიონებში, ასევე თბილისშიც, ჩვენ ყველა შეტყობინებაზე მოვახდენთ რეაგირებას,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. არჩევნების მიმდინარეობას არასამთავრობოები თბილისსა და რეგიონებში დააკვირდებიან. სულ არჩევნებს 91 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს ასევე სახალხო დამცველის აპარატიც.