ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ე.წ. სამხრეთ ოსეთი არჩევნების დღეს ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს

8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთი  ე.წ. საზღვარს დაკეტავს.,- ინფორმაციას სააგენტო “სპუტნიკ ოსეტია”  ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი განმარტავს,  ე.წ. საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება ცხინვალმა იმ არსებული ინფორმაციის გამო მიიღო, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დღეს რადიკალურად განწყობილი ჯგუფები საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით პროვოკაციებს გეგმავენ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვარი 7 ოქტომბერს 20:00 საათიდან დაიკეტება. გამშვები პუნქტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში 9 ოქტომბრის 07:00 საათიდან განაახლებენ.

იტვირთბა....