ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში მამაკაცმა მეუღლე დაჭრა

ქუთაისში მამაკაცმა მეუღლე დანით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა თავის არეშია დაჭრილი და ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც ექიმები ამბობენ, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცი, რომელმაც მეუღლე დაჭრა, პოლიციის თანამშრომელია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას კი პროკურატურა აწარმოებს.

იტვირთბა....