ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა რურუას შტაბის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის  მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა რურუას შტაბის უფროსს, დავით ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

 

დაცვის მხარე 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუას შტაბის უფროსი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

 

საგამოძიებო უწყების ცნობით, ჯაფარიძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ( 236-ე მუხლი) არის დაკავებული.

იტვირთბა....