ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოქრუაშვილის ცეცხლის გახსნაში ბრალდებული ინდუაშვილი პოლიციას ჩაბარდა

2 დღის წინ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის ცეცხლის გახსნაში ბრალდებული ალექსანდრე ინდუაშვილი რამდენიმე წუთის წინ პოლიციას ჩაბარდა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ინდუაშვილის შვილმა განუცხადა.

ოჯახის ინფორმაციით, ინდუაშვილი ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება.

„მეტრონომს“ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

„ალექსანდრე ინდუაშვილი ჩაბარდა და დაკავებულია“- აღნიშნეს შსს-ში.

შეგახსენებთ, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი ორი დღის წინ გაუხსნეს. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

იტვირთბა....