საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის Facebook Live-ში, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, შეკითხვაზე „რას ფიქრობთ „ჰეროკრატიაზე“ პასუხობს, რომ ხაინდრავა ისეთივე რეჟისორია, როგორც ბიძინა ივანიშვილი ფსიქოლოგი.
„ხაინდრავა ისეთი რეჟისორია, როგორც მე ვარ კოსმონავტი, როგორც ივანიშვილი არის ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი და სახელმწიფო მმართველი.
კარგით რა… რა უნდა ვიფიქრო… 40 მილიონი ლარი მიახარჯეს იმაზე, როცა ამდენი გაჭირვებულია ქვეყანაში, წამლის ფული არ აქვს ელემენტარული ხალხს. რამდენ წამალს იყიდდა 40 მილიონით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.