ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

შალვა რამიშვილი სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროებს

კვლევა, რომელიც „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა გაყალბებულია – ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა ,,პრაიმტაიმში” გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა რამიშვილის თქმით, კვლევის GFK-ს კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე არსებობდა ორი დოკუმენტი, ერთი გაყალბებული, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა და მეორე ორიგინალი, სადაც რამდენიმე პარტიასთან მიმართებით შედეგები გაყალბებულია. ორიგინალი დოკუმენტი ხელში ,,თავისუფალი ზონის” ყოფილ წევრს ბესო კალაძეს ჩაუვარდა ხელში.

,,ჩვენ მომსწრე ვართ საზოგადოებრივი აზრის  გაყალბების. იცით, რომ მე ვაკეთებ გადაცემას აკრედიტაციის გარეშე. ამ გადაცემის ფარგლებში დამირეკა ბესო კალაძემ, მე მივედი გადავიღე, მათ თავისუფალი ზონის დატოვების გადაწყვეტილება ახსნეს. ამ საუბარში  ბესო კალაძემ მომიყვა ფაქტის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხება. საქმე იმაშია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე მას ხელში ჰქონდა ორი დოკუმენტი. ერთი იყო გაყალბებული, მეორე კი რეალური დოკუმენტი. მე მას ვურჩიე, იმის გამო, რომ დადასტურებულიყო რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების გაყალბება დაეცადა და რეალური დოკუმენტი მას შემდეგ გამოექვეყნებინა, როცა რუსთავი 2 გაყალბებულ შედეგებს გაასაჯაროვებდა”, – განაცხადა ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში შალვა რამიშვილმა.

ბესო კალაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ,,თავისუფალი ზონა” დატოვა, არ ასახელებს წყაროს, რომელმაც მას კვლევის რეალური შედეგები მიაწოდა.

,,მე სამწუხაროდ ვერ დავასახელებ მას, ვინც კვლევის შედეგები მომაწოდა. მე მყავს ბევრი მეგობარი ,,ნაციონალურ მოძრაობაში” და არ მინდა ვინმეს საფრთხე შევუქმნა. ნაციონალური მოძრაობა იშლება და ისინი წააგებენ არჩევნებს”, – განაცხადა ბესო კალაძემ ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში.

შალვა რამიშვილმა ამ წუთებში ჟურნალისტებთან ერთად ნოტარიუსთან გაემართა, რათა მედიამ კვლევის რეალური შედეგები  ნოტარიუსის თანდასწრებით ნახოს.

შეგახსენებთ, რომ  GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, „ქართულ ოცნებას“ რეიტინგებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუსწრო.

 

 

იტვირთბა....