ქუთისელი 18 წლის გიორგი შვანგირაძე, რომელიც 4 აგვისტოს ურეკში დააკავეს, 5 დღიანი ცემისა და დაშინების შემდეგ გამოუშვეს. ,,10 დღის შემდეგ სახლში მოვიდა კაცი და გამეცნო, რომ იყო ურეკის პოლიციის უფროსი და ეძებდა ჩემს შვილს, რომელსაც ეროვნულ გამოცდებში წელს 1 ქულა დააკლდა. არაფერი მითხრეს თუ რატომ ეძებდნენ ჩემს არასრულწლოვან შვილს. დედის ინსტიქტმა მაგრძნობინა, რომ რაღაც ჭირდა და მიმალავდა, გავხადე ტანზე და რა ვნახე! (დედა ტირის) სასტიკად იყო ნაცემი, გამიმხილა, რომ ცემეს განყოფილებაში და თხოვდნენ თანამშრომლობას.
შვილმა მითხრა, თუ თავს არ დამანებენ დედა თავს მოვიკლავო, ვერ ვაკონტროლებდი ისეთი ფსიქოლოგიური აფექტის მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი. მითხრა, რომ პოლიციელები მეგობრების ჩაშვებას აიძულებდნენ, ამდენხნიანი ტერორის შემდეგ განვუცხადე პოლიციელებს, რომ ჩემს არასრულწლოვან შვილზე ცემისათვის და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო ჟურნალისტებს მივმართავდი დასახმარებლად.
მეორე დღეს შვილი იმ მოტივით დამიკავეს, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის არ მეთქვა თუ როგორ იყო ნაცემი. ახლა ჩემი ერთდერთი შვილი ქუთაისის ციხეშია გადაყვანილი. .მარტოხელა დედა ვარ, სოციალურად დაუცველი, მის მეტი არავინ გამაჩნია, დამეხმარეთ, ერთადერთ შვილს მიკლავენ, ხალხი არ ხართ?.’’ –ამბობს მაია კირკიტაძე.
წყარო: kutaisitoday.com