ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრების მდგომარეობა სტაბილურია

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავდმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა.

ვალერი კვარაცხელიას განმარტებით, დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურია და კვალიფიციურ მკურნალობის კურსს გადიან. ერთი დაშავებული ამჟამად კლინიკიდან უკვე გაწერილია. ორი დაზარალებული ახალგაზრდა ამ დრომდე სტაციონარში რჩება.

დაშვებულები მოინახულა “თავისუფალი დემორკატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმაც.

ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმმა, სადაც დაშავებული ახალგაზრდები მოათავსეს გუშინ განაცხადა, რომ სამი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

”ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი თავის ზედაპირული ტრავმა. სამივეს მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს, ერთი გაეწერება ბინაზე”, – განაცხადა ნინო მგალობლიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იტვირთბა....