ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„იმედის“ კვლევა: რომელი პარტიები მოხვდებიან პარლამენტში

 

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც “იმედის” დაკვეთით ჩატარდა, წინა კვლევასთან შედარებით, თითქმის 7%-ით არის გაზრდილი ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა.

კვლევის მიმდინარეობისას ინტერვიუს დროს დამატებითი კითხვების საფუძველზე გაირკვა, თუ რომელი პარტიისკენ იხრებიან ის ამომრჩევლები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ არჩევნებში ხმას. აღნიშნული მონაცემები ასეთია:

“ქართული ოცნება” – 42,4%, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 18,8%. “თავისუფალი დემოკრატები” ამ შემთხვევაში 5,8%-ს, “პატრიოტთა ალიანსი” 5,4%-ს, ხოლო ლეიბორისტული პარტია 4,5%-ს მიიღებს.

თანაბარი 3,2% აქვს “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის” და “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას”. დიდად არ იცვლება სხვა პარტიების მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა 13,6%-მდე ჩამოდის.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით კომპანია “JPM Strategic Solutions”-მა საქართველოს მასშტაბით 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1187 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევის საველე სამუშაოები “გორბიმ” ჩაატარა.

იტვირთბა....