“ლიბერთი ბანკი” დღეს უკვე მეორედ დააყაჩაღეს. ამჯერად დადიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალი გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბანკიდან თანხა წაღებული არ არის, თუმცა საბოლოო ინფორმაცია საგამოძიებო მოქდმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
” მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.