ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავისუფალი დემოკრატები” ლევან კობიაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვენ

 

თავისუფალი დემოკრატების” გლდანის 21 -ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან გიგუაშვილი ამავე ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს.

მისივე განცხადებით, ლევან კობიაშვილს სააღრიცხვო ბარათში მითითებული აქვს, რომ ის ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ამირან გიგუაშვილი აღნიშნულ საკითხზე მისი უშუალო კონკურენტისგან განმარტებას ითხოვს.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და ლევან კობიაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა, ვინაიდან მას არასწორი ინფორმაცია აქვს მითითებული სააღრიცხვო ბარათში. საკითხი ეხება ლევან კობიაშვილის საქართველოში ცხოვრების ორწლიან ვადას. იგი 2010-2014 წლებში მუშაობდა “ჰერტას” აკედემიაში მენეჯერის პოზიციაზე. კობიაშვილი გერმანიაში ხანგრძლივი ცხოვრებისა და მუშაობის შემდეგ,საქართველოში დაბრუნდა 2015 წლის ივლისის თვეში. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, იგი ბოლო ორი წლის მანძილზე მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში, როგორც ამას კანონი ითხოვს და ის უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან”. – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

იტვირთბა....