ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაჭრილია ერთი ადამიანი: გლდანში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს

 

გლდანში მდებარე „ლიბერთი ბანკი“  დააყაჩაღეს. ამ ეტაპზე უცნობია რა რაოდენობის თანხაა წაღებული. ბანკის თანამშრომლების განცხადებით, დაჭრილია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია.

ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

 

იტვირთბა....