ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ადგილობრივი პრესა იტყობინება.
მათი ცნობით, ნიკა და ბადრი კულავები „საზღვის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას“ დააკავეს.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ცნობით, ერთ-ერთ მათგანი 60 გრამი მარიხუანას გადატანას ცდილობდა. დაკავებულები ამჟამად გალის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
რუსეთის ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულები საქართველოში ნათესავებთან აპირებდნენ გადასვლას. მათი დაკავება 25 სექტემბერს მოხდა.