სპეციალურ ბრიფინგზე, “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ოცნებას” მოუწოდა ნუ შეეცდებიან გაიქცნენ ქვეყნიდან არჩევნების შემდეგ, რადგან იგი დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 8 ოქტომბრის არჩევნებში იმარჯვებს.
ბოკერიას თქმით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როცა ხელისუფლება არჩევნებს აგებს, ის ოპოზიციაში გადადის.
“ოპოზიციაში გადასვლა არის ცივილური ფორმა, ხოლო ქვეყნიდან გაქცევა პირველ რიგში ავნებს ქვეყნის განვითარებას” – განაცხადა ბოკერიამ, რომელმაც ირიბად ხელშეუხებლობის გარანტია მისცა “ქართულ ოცნებას”.