აქტუალური თემა ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

პროტესტის მონაწილეებს უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=WXajiFHrpwU

უკრაინის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებთან სასაუბროდ საელჩოს წარმომადგენელი გამოვიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია “სახალხო კონტროლი,”, სოციალური ფორუმი “ამერიკის ნამდვილი მეგობრები”, – GFA და მოქალაქეთა სხვადასხვა გაერთიანებები გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერების საუბრის ფარულ ჩანაწერებს აპროტესტებდნენ და თვლიდნენ, რომ უკრაინის ტერიტორია გადაიქცა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზების პლაცდარმად.
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საზოგადოების პროტესტის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლებას აუცილებლად გადასცემს.
„ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოება შეწუხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენს ხელისუფლებას აუცილებლად გადავცემთ“ – განაცხადა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა.
როგორც „მეტრონომს“ ორგანიზაცია „ამერიკის ნამდვილი მეგობრების“ ერთ-ერთმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ „მეტრონომს განუცხადა, ის ითხოვს, რომ ჩანაწერთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ აშშ-ის შეასაბამისი უწყებებისგან:
„საელჩოსთან იმიტომ მოვედით, რომ ეს (ჩანაწერი) გავაპროტესტოთ და დაველოდებით მათი მხრიდან რეაქციას. ალბათ ამერიკის საელჩოს მხრიდანაც უნდა იყოს გარკვეული განცხადებები. როცა ამერიკის ელჩი, ლამის კბილების გახეხვის ელემენტარულ წესებს გვასწავლის, ალბათ ასეთ მნიშვნელოვან ფაქტებზეც უნდა აკეთებდეს რეაგირებას.“ – განაცხადა ხოფერიამ „მეტრონომთან“.
ნინო ცხადაია

იტვირთბა....