მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, ვასილ კევლიშვილმა, კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება კევლიშვილმა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ მიიღო.
როგორც კევლიშვილი აცხადებს, სახელმწიფო საარჩევნო სუბიექტებს არათანაბარ პირობებში აყენებს და მათ გაურკვეველ ფინანსური ჯარიმებს აკისრებს, რის შედეგადაც, ნაწილი საარჩევნო კამპანიას ვეღარ აგრძელებს. ეს მიზეზიც დაასახელა კევლიშვილმა კანდიდატურის მოხსნისას.
კევლიშვილი პოლიტიკურ მოღვაწეობას არ წყვეტს და მხარდამჭერებით ,,პატრიოტთა ალიანსს” უერთდება.