ახალი ამბები მთავარი სპორტი

რა მიზნით ჩამოდის ხვალ თბილისში უეფას ახალი პრეზიდენტი

 

თბილისში უეფას ახალი პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ჩამოვა. გაზეთ “ლელოს” ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩეფერინი თბილისს 28 სექტემბერს გვიან ღამით ესტუმრება. ჯერჯერობით, საქართველოში მისი ვიზიტის დეტალები უცნობია.

სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა 2017 წელს საქართველოში გასამართი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და მასთან დაკავშირებული თემატიკა იქნება, შესაძლებელია ასევე ალეკსანდერ ჩეფერინი თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწროს.

48 წლის სლოვენიელი ალეკსანდერ ჩეფერინი უეფას ახალ პრეზიდენტად 14 სექტემბერს, ათენში გამართულ რიგგარეშე კონგრესზე აირჩიეს.

იტვირთბა....