პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ დესტაბილიზაციის შესაძლო მცდელობაზე უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები ამ თემაზე მუშაობენ.
„მიხეილ სააკაშვილი“ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად გეგმავს გარკვეულ პროვოკაციებს არჩევნების შემდგომ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ გაკოტრებულნი არიან პოლიტიკურად და მათი მარცხი გარდაუვალია, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად, რომ თვითგადარჩენის გზა იპოვონ, ეს რა თქმა უნდა, ილუზიის ნაწილია, ცდილობენ მოაწყონ დესტაბილიზაცია. ქვეყნის წინააღმდეგ წავიდნენ. მე მიხარია, რომ ახალგაზრდები გონს მოეგნენ და გააკეთეს განცხადება. ყველა კონკრეტულ ფაქტზე მოხდება ადეკვატური, კანონისმიერი რეაგირება…“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.