ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის პირველ შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიის ტონი კონფრონტაციულია, სადაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ”ქართული ოცნება” ერთმანეთს სდებენ ბრალს საარჩევნო პროცესში კონფრონტაციული გარემოს გამწვავებაში:
„კამპანიის რეკლამები, როგორიცაა ბილბორდები და კანდიდატთა პლაკატები, მთელს ქვეყანაშია გამოკრული, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში. ”ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე აქტიური და ხილვადია კანდიდატებს შორის. კამპანიის გზავნილები ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეა ფოკუსირებული.
კამპანიის ტონი კონფრონტაციულია, სადაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ”ქართული ოცნება” ერთმანეთს სდებენ ბრალს საარჩევნო პროცესში კონფრონტაციული გარემოს გამწვავებაში.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიისთვის ცნობილი გახდა და ასევე მედიაშიც მთელი რიგი ინციდენტები გაშუქდა, როგორიცაა შეხლა-შემოხლა კამპანიის მონაწილეებს შორის, პარტიის ოფისების და კამპანიის მასალების დაზიანება. იმის მიუხედავად, რომ ბევრი საქმის მიმართ გამოძიება აღიძრა, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ღრმა უნდობლობა გამოხატა სამართალდამცავი უწებების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიამ მთელი რიგი ბრალდებები მოისმინა ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ, რაშიც შედიოდა კამპანიის ღონისძიებებზე დასწრების მოთხოვნა და კამპანიაში მონაწილე პერსონალის დაშინება”, – ნათქვამია ანგარიშში.