აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი სააკაშვილზე: „სადაა ჩამომსვლელი, ეგ საცოდავი, ლიფტში ეშინია, არ გაიჭედოს“

ქვემო ქართლში, რუსთავში, რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა:

„მოსახლეობას მისი ნათქვამი წარღვნა ნუ დაძაბავს. მგონი, აქცენტს ისევ საკუთარ გუნდზე აკეთებს, რომ არ ჩამოეშალოს და შეამაგროს, ჩამოვალ და საოცრებებს მოვახდენო. სად ჩამომსვლელია, ეგ საცოდავი, ლიფტში ეშინია დახურული სივრცის, არ გაიჭედოსო. კარგად იცის, ეგრევე შეიყვანენ. ეგ რომელი წარღვნით და დემოკრატიის აღზევებით გვემუქრება? თავისიანებს ამძაფრებს, რომ თუ გაგვიყალბეს, ამას ვიზამთო. როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლებამ ეს თავში მაინც გაივლოს? თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არაფრის შანსი არ აქვთ. თუ „რუსთავი 2“-ის არ გამოიყვანენ, სიცრუე არ დაგვიჯერეს, მერე გადავატრიალებთო.

არაფრის თავი არ აქვთ, ამ საცოდავებს. მაგასაც, გაუბედურებული ზის იქედან. მისმა მეუღლემ თქვა, რომ ჩემი მეუღლე ისეთი კაცი იყო, ხალხს მისი უნდა ეშინოდესო. ახლა ნუღარ გეშინიათ, თვალებში ჩავხედეო. მაგათგან ცინიზმი მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი უსუსურობის და იმ გაუსაძლისი მდგომარეობის შედეგია, სადაც არიან.

თუ ვინმესგან პატარა პროვოკაციები იქნება, ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ყველას  ტელეფონი აქვს და შეგიძლიათ, თუ რაიმე არაკანონიერი იქნება, აღბეჭდოთ“, – დასძინა ივანიშვილმა.

იტვირთბა....