აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ღარიბაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივესალმებოდი”

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტობას გადაწყვეტს, ამ ფაქტს მიესალმება.

„შორსაა ჯერ არჩევნები, თუმცა ჩემი პოზიციაა, რატომაც არა. მე ამ თემაზე საუბარი არავისთა, მათ შორის არც ირაკლისთან არ მქონია. მე ვფიქრობ რომ ძაან ნაადრევია. ირაკლის შეუძლია საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ახალგაზრდა კაცია, მე ვფიქრობ რომ ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა, გამარჯვებული წავიდა და არა დამარცხებული. ამ გადმოსახედიდან მე მივესალმებოდი თუმცა წინ ორი წელწადია, დიდი დროა, შეიძლება მანამდეც მოინდომოს გამოჩენა. ჩვენ ძალიან ხშირად ვეხმიანებით.” – განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....