ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის ელჩი გაერო-ში, სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიას „ბარბაროსობას“ უწოდებს

 

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიას „ბარბაროსობა“ უწოდა.

“მშვიდობის მიღწევის მცდელობის ნაცვლად, რუსეთი და ასადი საომარ მოქმედებებს აწარმოებენ. მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების მიწოდებაში დახმარების ნაცვლად, რუსეთი და ასადი ბომბავენ ჰუმანიტარულ კოლონებს, საავადმყოფოებს და მათ, ვინც გაჭირვებულებისათვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად მიისწრაფვის”. – განაცხადა პაუერმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილ ვითარებას ეხება, პაუერმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარება რუსეთის ძალისხმევის გარეშე ვერ მოხერხდება.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის თქმით, სირიაში ზავის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტისთვის ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმას.

იტვირთბა....