შუამთის ტყეში დაკარგულ მოზარდებს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო ოპერაციაში სამხარეო პოლიციაც ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ მოზარდები თბილისიდან კახეთში ექსკურსიაზე იყვნენ წასული, რის შემდეგაც 14 წლის მოზარდ გოგონებს გზა აებნათ. დაკარგულები, იმ ტერიტორიიდან, სადაც გაუჩინარდნენ, რამდენიმე კილომეტრში იპოვეს.
მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კახეთის სამხარეო პოლიციაში გვიან ღამითვე დაკითხეს.