ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან მორიგი ესკალაციით, რუმინეთის სანაპიროსთან სამოქალაქო გემს, რომლის ეკიპაჟიც უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისგან შედგებოდა, დარტყმა მიაყენეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი განცხდებით, ეს „უგუნური თავდასხმები საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და საერთაშორისო სამართალს ღიად უგულებელყოფს”.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დაღუპული და დაკარგული მეზღვაურების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა.
„მადლობას ვუხდი სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც მათ მოსაძებნად დაუღალავად მუშაობენ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა, რასაც სულ მცირე ერთი მეზღვაური ემსხვერპლა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „ხორივმა“ (Khoryv), რომლის ეკიპაჟიც 13 უკრაინელი და აზერბაიჯანელი მეზღვაურისგან შედგებოდა, რუმინეთის პორტ კონსტანცადან 13 საზღვაო მილის დაშორებით დახმარების სიგნალი გაგზავნა.

