ახალი ამბები მედია მსოფლიო

ბუდაპეშტში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა

ბუდაპეშტის ცენტრი ამ დრომდე გადაკეტილია. სამართალდამცველები უნგრეთის დედაქალაქში წუხელ მომხდარ ძლიერ აფეთქებას იძიებენ. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. Reuters-ის ცნობით, დაშავებულები პოლიციელები არიან და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. ცნობილია, რომ აფეთქების შემდეგ სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობაც, რომ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

იტვირთბა....