ახალი ამბები მედია მთავარი

წნორის რწმუნებული ჟურნალისტთან დაპირისპირების გამო თანამდებობას ტოვებს

წნორის რწმუნებული თამაზ მათეშვილი,  რომელსაც  ჟუნალისტ გელა მთივლიშვილთან დაპირისპირება მოუვიდა, თანამდებობას ტოვებს.

“მინდა, ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინცინდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯარო პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჟურნალისტს და საზოგადოებას”.-ნათქვამია თამაზ მათეშვილი განცხადებაში.

ინციდენტი გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. “წნორში ემზადებიან  პრემიერ – მინისტრის დასახვედრად. ცენტრალურ გზაზე ახლა ასხამენ ბეტონს, ამუშავებენ მუშებს თავსხმა წვიმაში. ვიღებდით და მოგვხვდა ყბებში ნასვამი საჯარო მოხელისგან. ჩაჯდა შემდეგ ავტომობილში და გზას გაუდგა”.-წერს მთივლიშვილი.

იტვირთბა....