ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს 8 მეხანძრე დაიღუპა

მოსკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს 8 მეხანძრე დაიღუპა.  ხანძარი გუშინ ღამე მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში, პლასტმასის პროდუქციის საწყობში გაჩნდა.

ცეცხლი 4 ათასი კვადრატული მეტრის ფართს მოედო. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ხანძრის ჩასაქრობად 14 საათი დასჭირდათ.

მომხდარის გამო მოსკოვის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით აღძრა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

იტვირთბა....